11 X 11
სპორტული პორტალი

უნდა რეალში და… რეალსაც უნდა

0 12

კილიან მბაპეს პსჟ-ში არაფერი აკლია, დაფასებაც აქვს და ფულიც, მაგრამ იქ მაინც არ უდგება გული, რადგან “რეალი” უყვარს ნამეტნავად და რახან სიყვარულს ვერაფერს გაუგებ, მოტივებს ძებნას ნუ მოვყვებით. იმას კი გეტყვით, რომ ბლანკოსის შეფობას შეუთვლია კილიანისათვის, თუ პარიზელებთან კონტრაქტს არ გააგრძელებ, გაისად, ივნისში შენში 100 მილიონ ევროს გადავუხდით ნასერ ალ-ხელაიფს და ჩვენთან წამოგიყვანთო.

მბაპეს პსჟ-თან 2022 წლის ზაფხულამდე აქვს დადებული ხელშეკრულება, 2021 წლის 30 ივნისის შემდეგ კი შეეძლება სასურველ კლუბთან ლეგიტიმურად დაიწყოს მოლაპარაკება და რახან კონტრაქტის დასრულებამდე ერთი სეზონი იქნება დარჩენილი, მისი სატრანსფერო ფასი მნიშვნელოვნად დაიწევს და წესით და რიგით, პარიზელები 100 მილიონ ევროს კი უნდა დათანხმდნენ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო