11 X 11
სპორტული პორტალი

ტოჩი სეკივაკეს წინააღმდეგ – ქართველი იბრძვის [VIDEO]

0 12

აკი ბაშოს მე-12 დღეს, ლევან გორგაძე სეკივაკე ოკინოუმის შეერკინა. ქართველი ურთიერთშეხვედრებში მოწიანაღმდეგეს ჯობნის, თუმცა ახლა სხვაგვარი სიტუაციაა. ტოჩინოშინის არ იყოს, იაპონელსაც მავაშიში ჭიდილი უყვარს, მაგრამ ჩვენებურს, ფეხის ტრავმის გამო, ამ სტილში ორთაბრძოლა აღარ შეუძლია.

ლევანმა თავიდან მავაშის აღება სცადა, შემდეგ გადაწყობა მოინდომა, საბოლოოდ კი ოკინოუმი მოროზაშიში შეუშვა და შეხვედრაც დათმო.

ამჯამად, ტოჩინოშინის ბალანსი 5 მოგება და 7 მარცხია. ხვალ კაგაიაკია, ვისაც ურთიერთშეხვედრებში 5:0-ს უგებს… უნდა მოიგოს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო