11 X 11
სპორტული პორტალი

ბარსელონა ლაუტაროს მიუბრუნდა

0 14

მას შემდეგ რაც გუნდიდან გაუშვეს არტური, არტურო ვიდალი, ივან რაკიტიჩი და ლუის სუარესი, ხოლო გაყიდეს ნელსონ სემედუ, “ბარსელონას” გაუჩნდა საშუალება იყიდოს ლაუტარო მარტინესი, რომელსაც “ინტერი” 100 მილიონ ევროს ჯიუტად  არ უკლებს. ამ თანხის გადახდის შემთხვევაში ბლაუგრანას საშუალება აღარ ექნება ცენტრალური მცველი დაიმატოს. ამიტომ მილანელებთან ტრანსფერის სხვადასხვა ფორმების შეთავაზებას აპირებენ.

იმ შემთხვევაში თუ ლაუტარო არ გამოუვიდათ, მაშინ მემფის დეპაიზე გადაერთვებიან, ვისი დამატებაც ასე უნდა რონალდ კუმანს, ხოლო საბოლოო ვარიანტად კრისტიან სტუანი ჰყავთ შეგულებული.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო