11 X 11
სპორტული პორტალი

ჩაკვეტაძის შემცვლელმა ჩემპიონთა ლიგაზე გენტი დაღუპა [VIDEO]

0 172

გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის მიღების შემდეგ გუშინ კი ივარჯიშა, მაგრამ კიევის “დინამოსთან” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.

მწვრთნელმა დე დეკერმა წვიმიან ამინდში მის ნაცვლად ბეზუსი ათამაშა და მან თავისი გუნდი დააღალატა – 53-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. იმ დროისთვის ანგარიში 1:1 იყო. დარჩენილ დროში სტუმრებმა შეუტიეს და გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ 25-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შეცვალეს “გენტის” წამყვანი თავდამსხმელი იარემჩუკი და პირველი შეხვედრის ანგარიშის გათვალისწინებით, “გენტის” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შესაძლებლობა მიზერულია.

“დინამოს” მწვრთნელმა ლუჩესკუმ გიორგი წიტაიშვილი განაცხადშიც კი არ შეიყვანა.

საპასუხო შეხვედრა 29 სექტემბერს კიევში ჩატარდება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო