11 X 11
სპორტული პორტალი

ფეხბურთელი, რომელიც გალაკტიკურმა ნათებამ ვერ დაჩრდილა

0

მაშინდელი რეალის შეხედვა ცაში ყურებას ჰგავდა, აიხედავდა და გეჩვენებოდა რომ ვარდებოდი.

ესპანური ფეხბურთის ლეგენდა, ოქროსფერთმიანი ტალანტი, მშობლიური ქალაქის გუნდის დიდი გულშემატკივარი და რეალის აკადემიის სამაგალითო აღზრდილი – მადრიდულ გრანდში ასე მოიხსენიებენ ოქროს ბიჭუნას. 

1984 წელს , 8 წლის ხოსე მარია გუტიერესი მშბლიური ქალაქის გუნდის აკადემიაში მიიღეს. მისი ნიჭიერებისა და მონდომების წყალობით 1995-1996 წლებში ბლანკოსის ძირითადი გუნდის წევრი გახდა. ამ პერიოდში გუნდს ხორხე ვალდანო წვრთნიდა, უცნაური გემოვნების გამო გუტის ძირითად შემადგენლობაში თითქმის არ აყენებდა…

ამის შემდეგ რეალს სათავეში ვისენტე დელ ბოსკე ჩაუდგა, რომელმაც არათუ მიჩქმალა, არამედ  პატარა ბიჭის დიდ მადრიდულ ნიჭსა და ოცნებას ფრთები შეასხა. დელ ბოსკე , როგორც ცნობილია, ბავშვობიდან იცნობდა გუტის და მისი ნიჭისთვის ნდობის გამოცხადება არ გასჭირვებია. გუტის პასებისა და გოლების წყალობით მადრიდულმა გრანდმა  28-ედ მოიპოვა პრიმერა დივიზიონის ჩემპიონის  ტიტული.

 წლების განმავლობაში ხოსე მარია მაღალი კალიბრის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, მადრიდის რეალისა და მისი მრავალრიცხოვანი გულშემატკივრისთვის ავტორიტეტად იქცა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ გალაკტიკოს შენებისა და გუნდში მყოფი მრავალი ვარკვლავური სახელის მიუხედავად, გუტის , როგორც ძალიან ტექნიკური და ჭკვიანი ფეხბურთელის როლი, შეუცვლელი გახლდათ

არ იქნება შეცდომა, თუ ვიტყვით, რომ თანამედროვე ფეხბურთს არც დაესიზმრება იმგვარი შიდა კონკურენცია, როგორიც მადრიდის რეალში გალაკტიკოს შექმნისა და ამუშავების პროცესში იყო. 

ზოგიერთი საფეხბურთო ექსპერტის აზრით გუტი ზიდანის, ფიგუს , ბექჰემის, ზეედორფისა და სნეიდერის ჩრდილში მორბენალი მომცრო მნათობი გახლდათ. მისი მცირე სანაკრებო კარიერაც, სხვა კლუბში მოასპარეზე ვარკვლავებმა – ხავიმ და ინიესტამ განაპირობეს.

თუმცა როგორი საქმეა, ჩრდილიდან შექმნილი იდეალური საგოლე გადაცემები?! სწორედ იმ საფეხბურთო გემოვნების ადამიანებისთვის, რომელნიც ყველაზე მეტად პასის კულტურასა და ხელოვნებას აფასებენ, გუტი არის და იქნება ელეგანტურობისა და საფეხბურთო ინტელექტის უმაღლესი მწვერვალი. ზოგჯერ შეიძლება იფიქრო, რომ ფეხის ნაცვლად მოედანზე ფუნჯი ჰქონდა…

 

 

 

 

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო