11 X 11
სპორტული პორტალი

ინიესტას ბარსელონაში დაბრუნება უნდა

0 27

“ბარსელონას” ლეგენდარული ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ახლა იაპონიაში “ვისელ კობეში” თამაშობს, რომელთანაც კიდევ ერთი სეზონი აკავშირებს კონტრაქტი. რას აპირებს შემდეგ, ამაზე ანდრესმა ერთ კანადურ ტელეარხთან ისაუბრა.

“ბარსელონაში” დაბრუნება ჩემი ოცნებაა, რადგან ის ჩემი მშობლიური სახლია, სადაც თავს მშვენივრად ვგრძნობდი, მყავდა დიდებული პარტნიორები, რომლებთანაც ძმური ურთიერთობა მაკავშირებს და ადრე თუ გვიან იქ აუცილებლად დავბრუნდები. რა ამპლუაში? – ეს არ ვიცი. ვნახოთ, რა იქნება ახლო მომავალში. არ გამოვრიცხავ, გარკვეული ხანი იაპონიაშიც დავრჩე”, – გულისნადები გაამხილა ინიესტამ.

 

 

 

  
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო