ამერიკელი ჟურნალისტი გრეგ რეზენშტეინი თვითერში წერს, რომ UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მომდევნო დუელს კოდი სტამანთან, მეტსახელად სპარტელთან გამართავს.კოდი სტამანი 30 წლის გახლავთ, UFC-ში აქამდე 8 ბრძოლა გამართა და 6 მოიგო. უკანასკნელად ოქტაგონზე 16 ივლისს გავიდა და ჯეიმი რივერასთან დამარცხდა.ამერიკელი მებრძოლი რეიტინგში მერაბზე 1-ით მაღალ პოზიციაზე და მე-12 ადგილი უკავია.ჟურნალისტის განცხადებით დვალიშვილსა და სტამანს შორის ბრძოლა 5 დეკემბერს გაიმართება.
შემდეგი პოსტი
სხვა სიახლეები