11 X 11
სპორტული პორტალი

პრემიერლიგის მილიარდმა ფუნტმა ჩაილურის წყალი დალია

0 12

მოელოდნენ, რომ 1 ოქტომბრიდან კორონავირუსის პანდემიის დაცხრობის კვალად, 1 ოქტომბრიდან ინგლისური პრემიერლიგის მატჩებზე მაყურებლებს დაუშვებდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრძანა, რომ ამის შესაძლებლობა ახლა არ ჩანს. საქმეს ისეთი პირი უჩანს, პანდემიის მეორე ტალღა პირველზე არანაკლები იქნება და ინგლისის მიმდინარე ჩემპიონატი შეიძლება უმაყურებლოდ ჩამთავრდეს.

ასეთ შემთხვევაასი კლუბების ზარალი 1 მილიარდ ფუნტს გადააჭარბებს. გამოთვალეს, რომ ყველაზე მეტად “მანჩესტერი” დაზარალდება. “წითელი დემონების” ბიუჯეტში 139.39 მილიონი აღარ შევა. “არსენალი” 122.27 მილიონს იზარალებს, მაგრამ ეს ლონდონელებს უფრო ძლიერად დაარტყამს, რადგან “კანონირების” საერთო შემოსავლის მეოთხედი სწორედ ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხები გახლდათ. მეორე ლონდონურ კლუბს, “ტოტენჰემს” 106, “ლივერპულს” 104, “ჩელსის” 82, ხოლო “მანჩესტერ სიტის” 72 მილიონი დააკლდებათ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო