11 X 11
სპორტული პორტალი

შერმადინმა ბილბაოს 19 ქულა ჩაუგდო და მატჩისMVP გახდა

0

ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” სტუმრად 81:70 სძლია “ბილბაოს”.

ქართველმა ცენტრმა 24:44 წუთში 19 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 20-ს გაუტოლდა და MVP მატჩის  გახდა. მან 10-დან 5 ორქულიანი და 10-დან 9 საჯარიმო ჩააგდო.

“ტენერიფეში” 19 ქულა ბრუნო ფიტიპალდოს ანგარიშზეა, ხოლო “ბილბაოში” ამდენივე ქულით თავის გუნდს ჯეილონ ბრაუნი შეეწია.

“ტენერიფემ” ჩემპიონატის სტარტზე ორივე შეხვედრაში იმარჯვა და 26 სექტემბერს გასვლაზე “მურსიას” შეხვდება.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო