11 X 11
სპორტული პორტალი

ტიაგო ალკანტარას ცოლს ლივერპული მოეწონა

0 14

მიუნხენის „ბაიერნიდან“ „ლივერპულში“ გადასულმა 29 წლის ბრაზილიური წარმოშობის ესპანელმა ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ მერსისაიდულ გუნდში თავის პირველივე,  ლონდონში, “სტემფორდ ბრიჯზე“, ‘ჩელსის“ წინააღმდეგ 2:0-ზე მოგებულ მატჩში მხოლოდ მეორე ტაიმში ითამაშა და ძალიან კარგადაც. 45 წუთის მანძილზე მან 75 ზუსტი (მათგან ბევრი მწვავე გამოდგა) პასი გააკეთა, რაც პრემიერლიგის რეკორდია.

ქმრის ამ წარმატებული დებიუტით ძალიან გაიხარა ალკანტარას მეუღლემ და ორი შვილის დედამ ჯულია ვიგასმა, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა. საერთოდაც, ჯულიას ლივერპულიც მოეწონა და ის სახლიც სადაც ცხოვრება დაიწყეს. მისი თქმით, ქალაქი საკმაოდ ლამაზია, უბანი კი სადაც ცხოვრობენ ევროპული დონის ფეშენებელურია და ყველა პირობა არსებობს მშვიდი ცხოვრებისა და ბავშვების აღზრდისათვის. ჯულიას ისიც ახარებს, რომ მის მეუღლეს უცებ ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა ახალ პარტნიორებთან და იმედოვნებს, რომ მათ ოჯახებსაც დაუახლოვდება.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო