11 X 11
სპორტული პორტალი

უეფამ მუნდიალის შესარჩევი ტურნირი დაგეგმა

0 11

უეფამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2022 წლის კატარის მსოფლიოს ჩემპიონატის ევროპის ზონის შესარჩევი ტურნირი 2021 წლის 24 მარტიდან 16 ნოემბრის პერიოდში გაიმართება. შეგახსენებთ, ევროპას 13 ადგილი აქვს გამოყოფილი. ამიტომ ეროვნული ნაკრებები 10 ჯგუფში გადანაწილდებიან, საიდანაც პირველ ადგილზე გასულები პირდაპირ მუნდიალის საგზურს მოიპოვებენ, ხოლო მეორე ადგილებზე გასულები და ევროპა ლიგის ორი საუკეთესო გუნდი დარჩენილ სამ საგზურს გაითამაშებენ.

კატარში მსოფლიოს ჩემპიონატი 2022 წლის 21 ნოემბერიდან  18 დეკემბერის ჩათვლით გაიმართება.

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო