რეკორდმაისტერმა სუპერთასი მოიგო! – ბაიერნი 2:1 სევილია [VIDEO]
მიუნხენის ბაიერნმა სუპერთასი ისტორიაში მეორედ მოიგო და მეორედაც მთავარი გმირი ერთი კაცი აღმოჩნდა – ხავი მარტინესი. “ესპანელმა ხარმა” 2013 წლის შეხვედრაში ჩელსისთან ბოლო წამზე გაათანაბრა, დღეს კი დამატებით დროში რეკორდმაისტერი წინ გაიყვანა.
თავისი შანსი სევილიასაც ჰქონდა, 87-ე წუთზე ენ ნასერის რომ გაეტანა, დიდი ალბათობით ბაიერნი გათანაბრებას ვერ მოასწრებდა, თუმცა მანუელ ნოიერი შეუდარებელი იყო.
ძირითად დროში, გოლები ოკამპოსმა (პენალტიდან) და გორეცკამ გაიტანეს, დამატებით დროში კი უკვე ვთქვით – მარტინესმა.