11 X 11
სპორტული პორტალი

ტელესმა, ამდენი არ ვღირვარო

0 22

ბრაზილიელ მცველს ალექს ტელესს ძალიან უნდა „მანჩესტერში“ გადასვლა. მანკუნიანელებთან მან უკვე შეათანხმა 5-წლიანი კონტრაქტი კვირაში 75 ათასფუნტიანი ჯამაგირით, მაგრამ „პორტუ“ მასში ჯიუტად 18 მილიონ ფუნტს ითხოვს, ინგლისელები კი 12-ზე მეტს არ იძლევიან.

ალექსი ამბობს, რომ „პორტუს“ შეფების საქციელი გაუმართლებელია, რადგან 18 მილიონი ნამეტანია, მაშინ როდესაც გაისად მის კონტრაქტს ყავლი გადის, მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდება და პორტუელებს მისი უფასოდ გაშვება მოუწევთ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო