11 X 11
სპორტული პორტალი

უდიდესი სირცხვილი ქართული ფეხბურთის ისტორიაში – დინამო ფარერებზე გაცამტვერდა [VIDEO]

0 1, 985

ტორშავნი. „ტორსვედლიური“

კლასკვიკი – დინამო (თბ) 6:1

გოლები: პავლოვიჩი, 22; იოჰანსენი, 58; კლეტსკარდი,60; 70; პერნამბუკო, 71; კლეტსკარდი, 71; იოჰანსენი, 85.

მსაჯი: ტ.არმასონი (ისლანდია)

 

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი, 76), ბიარტალიო, იოჰანსონი (კლეტსკარდი,81), მიდტსკოგენი (დოსლიაკი, 89).

 

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე, 75), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია, 61), ორშულა (პერნამბუკო,52), გაბედავა.

 

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისებს გადაწყვეტილი ჰქონდათ ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

 

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ მასპინძლები გათამამდნენ და რამდენიმეჯერ კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის პავლოვიჩის გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

 

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარა, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

 

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

 

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

მერამდენე სირცხვილი და თავის მოჭრა!

 

ნუგეშად ისღა დაგვრჩენია, რომ ეტყობა გველეშაპივით ახალ-ახალი მოსაჭრელი თავები ამოგვდის.

 

 

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო