11 X 11
სპორტული პორტალი

10 საინტერესო ფაქტი ფარერების გუნდის შესახებ, რომელმაც დინამო გაანადგურა!

0 8, 759

გუშინ, თბილისის “დინამო” ფარერულ “კლაკვისკთან” 1:6 განადგურდა და ჩრდილოელთა გუნდის საფეხბურთო ისტორია დაწერა. ჩვენ დინამოს მეტოქის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ:

1.კუნძულელები ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში პირველად გავიდნენ ევროტურნირის პლეი-ოფიში! სხვათა შორის, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზეც პირველად თამაშობდნენ…

2. კლაკსვიკმა ევროთასებზე პირველად მოახერხა 6 გოლის გატანა!

3.გუნდმა საკუთარი ისტორიის მანძილზე მეოთხედ გადალახა ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპი: პირველად 2 მატჩის ჯამში (2:1, 1:1) მალტურ “ბირკირკარას” აჯობა, მეორედ სან მარინოს “ტრე ფიორის”, მესამედ ლიეტუვურ “რიტერიას” გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით (1:1, 0:0).

4.აღსანიშნავია, რომ კლაკსვიკს ორი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – მიკიალ კიარტანსონ ტომასენი და ოდურ ოლსენი. პირველი 44 წლისაა და ფარერების ნაკრების შემადგენლობაში საქართველოშიც უთამაშია. 2007 წელს ჩვენმა ნაკრებმა 3:1 მოიგო. აი, 2006 წელს, როცა ჩრდილოელები საკუთად მოედანზე 6:0 დავამარცხეთ, მაშინ განაცხადში არ ყოფილა, თუმცა წყენა მაინც ჩარჩენია გულში…. რაც შეეხება 40 წლის ოდურ ოლსენს, ფეხბურთს ისიც თამაშობდა 🙂

5.თბილისის დინამო განადგურდა გუნდთან, რომელსაც შემადგენლობაში 40 და 46 წლის(ეს გუნდის ორივე მთავარ მწვრთნელზე უფროსია) მეკარეები ჰყავს!

6.საქართველოს ჩემპიონთან ჰეთ-თრიკი შეასრულა ფეხბურთელმა, რომელიც თავისუფალ დროს ცხვრების საჯარო მწყემსვითა და ვეშაპების დაპურებით (ორივე ეს საქმიანობა საზოგადოებრივ ღონისძიებად ითვლება) არის დაკავებული ხოლმე!

7.ქალაქ კლაკსვიკში 5117 ადამიანი(ფარარებზე მეორე მაჩვენებელი) ცხოვრობს, კლუბის სტადიონი – “ინჯექტორ არენას” ტრიბუნები კი 4000 მაყურებელზეა გათვლილი!

8.კლაკსვიკის ქალთა გუნდი კაცების გუნდზე უფრო წარმატებულია. ქვეყნის ჩემპიონატი ორივეს 18-ჯერ აქვს მოგებული, თუმცა კლაკსვიკელი ქალები ევროპაში უკეთ თამაშობენ. სულ მცირე, თამაშებს რეგულარულად იგებენ ხოლმე, კაცებს კი დინამო სანამ არ შეხვდათ, 6 გოლიც კი არ ჰქონდათ გატანილი…

9.კლუბი კლაკსვიკი არა თუ თბილისის დინამოზე, ყველაზე ქართულ კლუბზე ძველია და 1904 წელს არის დაარსებული.

10. 1904 წელს დაარსებულმა კლუბმა ევროთასებზე პირველად 1992 წელს ითამაშა და ჩემპიონთა ლიგის წინასწარ რაუნდში ლატვიის “სკონტოსთან” ორი მატჩის ჯამში 1:6 წააგო. დიახ, დიახ, 1:6…6:1…1:6…6:1…

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო