11 X 11
სპორტული პორტალი

გულისამაჩუყებელი მოურინიო – ჟოზეს მარტივი, თუმცა ძალიან ღირსეული საქციელი [VIDEO+PHOTO]

0 359

გასულ კვირაში ლონდონის “ტოტენჰემმა” ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაი ვაგლახით გადალახა ბულგარული “ლოკომოტივის” ბარიერი და შემდეგ თამაშში მაკედონიურ “შკენჯიასთან” მოუწია შეხვედრა.

შეხვედრის წინ ზუმის საშუალებით პრესკონფერენცია ჩატარდა. მაკედონიელ ჟურნალისტ იგორ ალეკსანდროვიჩს ძალიან უნდოდა ჟოზესთვის შეკითხვის დასმა, თუმცა ვერ მოასწრო. რეპორტიორი  იმედგაცრუებული დარჩა ამ შესაძლებლობის ვერ გამოყენებით, რადგან განსვენებული მამამისი პორტუგალიელს აღმერთებდა.

როცა ვითარების შესახებ ჟოზემ შეიტყო, ოთახში ალეკსანდროვიჩის გამო დაბრუნდა. მწვრთნელმა თამაშის შესახებ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა და თხოვნის შესრულებასაც დაჰპირდა.

“გამარჯობა ბოს. ეს უნიკალური შანსია დაგისვათ ორი შეკითხვა და რაღაც გთხოვოთ. მინდა გითხრათ, რომ ამას მამაჩემის სახელით ვაკეთებ.

მისგანაც მინდა მოკითხვა გადმოგცეთ, ის ახლა ცაშია. როცა ძალიან ავად იყო, მთხოვა, თუ თქვენი ნახვის შესაძლებლობა ოდესმე მომეცემოდა, ფოტოს გადაღება უნდა მეთხოვა, რადგან  მამა ყოველთვის მეუბნებოდა, რომ თქვენნაირი უნდა ვყოფილიყავი. თუ თქვენთან ერთად ფოტოს გადაღების უფლებას მომცემთ, მას ჩარჩოში ჩავსვამ და მისი სურათის გვერდით დავდებ. თუ შეხვეხრა თქვენთვისა და თქვენი გუნდისთვის კარგად ჩაივლის, გადაიღებთ ჩემთან ერთად ფოტოს?!”

 

ჟოზე კი ძალიან შეაწუხა ამ ამბავმა და ჟურნალისტს დანაღვლიანებულმა უპასუხა:

“სურათს მატჩის შედეგთან არანაირი კავშირი არ აქვს. მას გადავიღებთ. თუ მატჩამდე ჩემთან შეხვედრას სასტუმროში შეძლებთ, ეს გაცილებით ადვილი იქნება. თუ თამაშის შემდეგ გსურთ, დაე ეგრე იყოს. გიმეორებთ, შედეგთან ამას კავშირი არ აქვს. ჩემთვის თქვენთან ფოტოს გადაღება ძალიან სასიამოვნო იქნება. ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო მამათქვენისადმი, რომელსაც ასეთი კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემ მიმართ. მე ამას არ ვიმსახურებ.”

და ამბავს კეთილი დასასრულიც ჰქონდა – ჟოზე და იგორ ალეკსანდროვიჩი ერთმანეთს შეხვდნენ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო