11 X 11
სპორტული პორტალი

ჰე, ლეო, ესე უსტარი…

0

დილით ლიონელ მესის მეტად მგრძნობიარე წერილი მოგაწოდეთ თავისი მეგობრის ლუის სუარესისადმი, ხოლო მას შემდეგ, რაც ლუისმა “ატლეტიკოში” სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტი გააფორმა, პასუხისათვისაც მოიცალა და ძმას და მეგობარს ასე უპასუხა:

“მადლობა ჩემო მეგობარო წერილისათვის და იმ სიტყვებისათვის, რაც მომწერე და კიდევ უფრო მადლობელი ვარ, რომ შენ შენ ხარ და და იმის გამოც თუ როგორ მეპყრობოდი “ბარსელონაში” ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან მე და ჩემს ოჯახსაც.

მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები შენი, ლიონელ მესისა, როგორც დიდი, კეთილშობილი და მხიარული ადამიანისა, თორემ რა ფეხბურთელიც ხარ, ეს ყველამ იცის.

არ დაივიწყო რაც გითხარი: ყველაფერი გააგრძელე ძველებურად, დატკბი თამაშით და ყველას დაანახე, რომ შენ ფეხბურთში ერთადერთი და განუმეორებელი ხარ. მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ ფეხბურთელებმა ვერასოდეს ვერ უნდა დაჩრდილონ თუ რს წარმოადგენ კლუბისათვის და მსოფლიო ფეხბურთისათვის”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო