11 X 11
სპორტული პორტალი

კეთილშობილი მაურინიო

0

ევროპა ლიგის „შკენდიასთან“ მატჩის წინ მაკედონელმა ჟურნალისტმა იგორ ალექსანდროვიჩმა „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელს ჟოზე მაურინიოს მიმართა და ცოტა ხნის წინათ გარდაცვლილი მამამისის ანდერძის შესახებ აცნობა. ჟურნალისტის მამა დონ ჟოზეს დიდი ფანი ყოფილა და შვილისათვის დაუბარებია, თუ შესაძლებლობა გაუჩნდებოდა მაურინიოსთან ერთად სურათი გადაეღო და ფოტო საფლავზე მიეტანა.

პორტუგალიელმა მწვრთნელმა გარდაცვლილის ანდერძის ასრულებაზე უარი არ თქვა, მეტიც, დაამატა, შეიძლება ასეთ სიყვარულს და დაფასებას არც ვიმსახურებო. მამის ანდერძით შესრულებით კმაყოფილმა მედიელმა ფოტო ჩარჩოში ჩაასმევინა და დღეს ალბათ მამას „გაახარებს“.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო