11 X 11
სპორტული პორტალი

მორატას არგუმენტი

0

ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნებულმა ესპანელმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ შეაქო ბიანკონერი, სერია A-ში კონკურენცია სულ ძლიერდება, მაგრამ “იუვე” არავის არაფერს უთმობს, ეს მის გრანდობაზე მიუთითებს და იმედი მაქვს ჩემპიონთა ლიგის ამ გათამაშებას მოვიგებთო.

ეტყობა, მორატა შეაღონა მის მიმართ გამოთქმულმა პრეტენზიამ, თავდამსხმელია და ცოტა გოლი გააქვსო და თავი მეტად თავისებურად დაიძვრინა: “ვიცი რამდენიმე თავდამსხმელი, რომლებსაც სეზონში 30 ანაც 40 გოლი გააქვთ, მაგრამ ვერცერთ ტურნირს ვერ იგებენ, მე კი ამას 15-18 გოლით ვახერხებ და მთავარი სწორედ ესაა. ფეხბურთი ჩოგბურთი როდია, გუნდური თმაშია”.

მორატას არგუმენტი ქვას ნამდვილად ვერ ხეთქავს, მაგრამ არის მასში რაღაც რაციონალური.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო