11 X 11
სპორტული პორტალი

ოქრიაშვილი გააძევეს, ქვილითაიამ გაიტანა, ზივზივაძის და გვილიას გუნდები გავიდნენ [VIDEO]

0
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველი ლეგიონერების გუნდებმა ითამაშეს. “ანორთოსისი” უკვე 21-ე წუთზე 0:3-ს აგებდა სტუმრად “ბაზელთან”, 45-ე წუთზე ვრგოჩმა ანგარიში შეამცირა, 50-ე წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, ხოლო 67-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ პენალტი გაიტანა. საბოლოდ 2:3 და ფამაგუსტური გუნდი გათამაშებას გამოეთიშა. გიორგი ლორიამ და ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს. ბუდუ ზივზივაძის “ფეჰერვარმა” საკუთარ მოედანზე პენალტების სერიაში (ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა) 4:1 დაამარცხა ფრანგული “რეიმსი”. ჩვენებური სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. ვაკო გვილიას “ლეგიამ” ვარშავაში 2:0 მოუგო კოსოვოს “დრიტას”. გვილია 63-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში უკვე 2:0 იყო.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო