11 X 11
სპორტული პორტალი

ოთარ კაკაბაძე კარიერას ესპანეთში გააგრძელებს

0 78

საქართველოს ნაკრების 25 წლის მცველი ოთარ კაკაბაძე “ლუცერნიდან” “ტენერიფეში” გადავიდა.

კანარის კუნძულების გუნდი კაკაბაძეს სიხარულით მიესალმა, თავად ფეხბურთელიც ძალიან გახარებულია და კლუბის საიტს კასტილიურად მიმართა:

“ესპანეთში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. “ტენერიფე” შესანიშნავი გუნდია. ფიზიკურად კარგად ვარ მზად. “ლუცერნში” და ნაკრებშიც ვითამაშე. ახალ გუნდს 100%-ით შემიძლია დავეხმარო. მე თავის გამოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა”.

ოთარი 2016-2018 წლებში ესპანურ “ხიმნასტიკში” ასპარეზობდა.

2 ტურის შემდეგ “ტენერიფე” 3 ქულით სეგუნდა დივიზიონში მეცხრე ადგილზეა და 27 სექტემბერს “მირანდესს” უმასპინძლებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო