11 X 11
სპორტული პორტალი

სამართალი რუსულად – ქართველების როტორს ზედიზედ 3 წაგება ჩაუთვალეს

0

მძიმე ვითრებაში აღმოჩნდა რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებული “როტორი”. გუნდი ახალი სეზონის წინ ხელახლა დაკომპლექტდა, ჯერჯერობით აუტსაიდერია და 10 ფეხბურთელი და მათ შორის, ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკოლაი ყიფიანი კორონავირუსით არიან დაინფიცირებულები.

ვოლგოგრადულმა გუნდმა მატჩების გადადება ითხოვა, მაგრამ 3 შეხვედრაში (2 ჩემპიონატზე და 1 თასზე) ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს.

აღნიშნული ფეხბურთელების გარდა “როტორში” საბა კვირკველია თამაშობს და ახლახან ბათუმის “დინამოდან” ბრაზილიელი ნახევარმცველი ჯოვინო ფლამარიონი გადავიდა. 

სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო