11 X 11
სპორტული პორტალი

სუარესული ამბები, მესის სულისშემძვრელი პოსტი

0

“ბარსელონადან” გაშვებული და “ატლეტიკოში” გადასული ურუგვაელი თავდამსხმელის ლუის სუარესის ირგვლივ ვნებები არ ცხრება . გამოითქმება აზრი, რომ მას როხიბლანკოში კარგად არ დახვდებიან, რადგან უფრო “იუვენტუსისაკენ” მიუწევდა გული და  ა.შ.

ამის თაობაზე ილაპარაკა ურუგვაის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა სებასტიან აბრეუმ. მისი აზრით, ლუისს “ბარსას” ხელმძღვანელობა უსამართლოდ მოექცა, მაგრამ ამ წყენას ის დაივიწყებს, რადგან წინ ახალი მიზნები აქვს დასახული. რაც შეეხება იმას, თითქოს როხიბლანკოში პრობლემები შეექმნება, ტყუილია. საკმარისია მას მადრიდელთა მთავარი მწვრთნერლი დიეგო სიმეონე დაელაპარაკოს, რომ ნახევარ წუთში ყველა ეჭვი განქარდება.

მისმა აწ უკვე ყოფილმა თანაგუნდელმა და მაგარმა ძმაკაცმა ლეო მესიმ კი ინსტაგრამიდან ლუის გულისშემძვრელი პოსტი მიუძღვნა:

“ხომ ვიცოდი რაც მოხდა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვიჯერებდი, მაგრამ დღეს გასახდელში შესულს, იქ რომ აღარ დამხვდი, ამის უარყოფა უკვე ჩემს ძალებს აღემატებოდა. ვერ წარმომიდგენია ერთად რომ აღარ ვიქნებით მოედანზე და მის გარეთ. ძალიან, ძალიან მოგვენატრები ყველას. რამდენი და რა კარგი დრო გვიტარებია ერთად, რამდენი სადილი, რამდენი ვახშამი… არის რაღაცეები ცხოვრებაში, რასაც ვერაფერი ვერ დაგავიწყებს.

ძალიან უცნაური იქნება, სხვა გუნდის მაისურში რომ გნახავ და კიდევ უფრო უცნაური ის, ერთმანეთის წინააღმდეგ რომ უნდა ვითამაშოთ. შენ “ბარსელონას” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყავი მისი მთელი ისტორიის მანძილზე და დიდ წარმატებებსაც მიაღწიე ინდივიდუალურად და გუნდთან ერთადაც. შენ ნამდვილად არ იმსახურებდი იმას, როგორაც მოგექცნენ, როგორ გაგაგდეს გუნდიდან. ამის შემდეგ ვიცი, რომ ამ ქვეყნად აღარაფერმა უნდა გამაკვიროს.

გისურვებ ყველანაირ წარმატებას შენს ახალ ასპარეზზე. ძალიან მიყვარხარ და მალე შევხვდებით ჩემო მეგობარო”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო