თორნიკე შენგელია ტრავმის გამო პარმასთან მატჩს გამოტოვებს
“ასტანასთან” მატჩისას ცსკა-ს ფორვარდ თორნიკე შენგელიას მიღებული ტრავმის შემდეგ მის მდგომარეობაზე ინფორმაცია მოსკოვურმა კლუბმა გაავრცელა:
“დილით კალათბურთელს გამოკვლევა GMS Clinic-ში ჩაუტარდა. მას მარჯვენა წვივის დიდი ძვლის დაზიანების დიაგნოზი დაუსვეს.
შენგელია კონსერვატული მკურნალობის კურსს ბაზაზე გაივლის და 26 სექტემბერს “პარმასთან” მატჩს გამოტოვებს. მისი დაბრუნების ვადები შუალედური გამოკვლევების შედეგად იქნება კორექტირებული”.