11 X 11
სპორტული პორტალი

თურქეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელის მოსაკლავად მისმა ცოლმა ქილერი დაიქირავა

0 28

ემრე აშიკი თურქეთის ნაკრების მცველი იყო, მისი ღირსება 52 მატჩში დაიცვა (2 გოლი გაიტანა), თამაშობდა “ფენერბახჩეში”, “გალათასარაისა” და “ბეშიქთაშში, ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ სამშენებლო კომპანია შექმნა და ძალიან გამდიდრდა. მისი მოკვლა მეუღლემ განიზრახა.

“ჰურიეთის” ცნობით, ემრე მეუღლემ, იაგმურ აშიკმა ქმრის მოსაკლავად ქილერი დაიქირავა, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოახერხა.

 

იაგმურმა თავის საყვარელს, ერდი სურგუნს 46 წლის მეუღლის მოკვლა შესთავაზა. ერდიმ ამისათვის ქილერი გააცნო, რომელმაც სასჯელი სამი ადამიანის მკვლელობისათვის აქვს მოხდილი.
იაგმურმა ქილერს მეუღლის მკვლელობისთვის და უსაფრთხო ადგილას დამარხვისთვის 1.1 მილიონი ევრო შესთავაზა და პისტოლეტი გადასცა. ქილერმა კი შეკვეთა არ მიიღო და ყველაფერი აშიკს მოუყვა.

 

იაგმური და სუნგური მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააპატიმრეს. “მასთან რომანი მქონდა,

უნდოდა მეუღლის ქონება ხელში ჩაეგდო და მისი მოკვლა შემომთავაზა, მე კი უარი ვუთხარი”, – აღიარა სუნგურმა.

 

ემრე და იაგმური 2012 წელს დაქორწინდნენ და სამი შვილი ჰყავთ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო