11 X 11
სპორტული პორტალი

დე ბურს კუმანობა არ უნდა

0

ნიდერლანდების ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა ფრანკ დე ბურმა დღევანდელი გუნდი 2010 წლისას შეადარა, როდესაც “ნარინჯისფერები” სამხრეთ აფრიკის მუნდიალის ფინალში გავიდნენ და დრამატულ ბრძოლაში ესპანელებთან წააგეს. დე ბურის თქმით, მაშინ თავდასხმაში კარგები იყვნენ სნეიდერი და რობენი, ასევე ვან დერ ვაარტი, უკან საიმედოდ იდგნენ ვან ბომელი დე დე იონგი…

ახლანდელი შემადგენლობა პოტენციალით იმ დროინდელს უთანაბრდება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რონალდ კუმანის “ბარსელონაში” გადასვლის შემდეგ ეს პოსტი დაეკავებინა. ბოლო დროს კუმანმა გუნდი ნამდვილად გამოაცოცხლა, სათანადო დონეზე აათმაშა და ეს ძალიან კარგი საფუძველია, მაგრამ დე ბურს თავისი იდეები აქვს და სულაც არ უნდა მეორე კუმანი იყოს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო