11 X 11
სპორტული პორტალი

დე დეკერი: ჩაკვეტაძეს განზრახ ისე ეუხეშნენ, რომ შეიძლებოდა უფრო მძიმე ტრავმა მიეღო

0 58

დღეს ბელგიის ჩემპიონატის მე-7 ტურში “გენტი” “ლეუვენს” უმასპინძლებს. ისევ არაა განაცხადში ნახევარმცველი ჩაკვეტაძე. კლუბის საიტთან გუნდის მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა გუნდის პრობლემებზე ისაუბრა:

“ჩაკვეტაძე და კუმსი რეაბილიტაციას გადიან. ჩაკვეტაძეს ველით. მას ძალიან უნდა დაბრუნება, თუმცა სხეულს აღდგენისთვის დრო სჭირდება. ძალიან გახარებულები ვართ, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ არის. ამ განზრახ შეჯახებისას შეიძლებოდა გაცილებით უარესად დაშავებულიყო.

კუმსს ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვს. კუნთის ტრავმა ხუმრობა საქმე არ არის და სიჩქარე არ გვმართებს.

იარემჩუკმა კიევის “დინამოსთან” ტრავმა მიიღო, დეპუატრიც ტრავმირებულია, ოჯიჯაც არაა 100%-ით მზად”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო