11 X 11
სპორტული პორტალი

ესპანელი ფანები ქართველი მეკარის ტრანსფერს ითხოვენ: “მატჩიდან 2 დღეზე მეტი გავიდა და სიახლეს ისევ ველოდებით” [VIDEO]

0

მართალია, თბილისის “ლოკომოტივმა” ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე “გრანადასთან” უშანსოდ წააგო, თუმცა ჭიაბრიშვილის ბიჭებმა იბრძოლეს და ყველაზე კარგად ეს 19 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილს გამოუვიდა.

დიდი ფილოსოფოსის მოგვარემ, იმდენად მოაწონა თავი გრანადას ფანობას, რომ ესპანელები ქართველი მეკარის ტრანსფერს 2 დღეა ითხოვენ. ეგ კი არა, “რეკრეატივო უელვას” გულშემატკივრებსაც კი აღუძრა სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ გიორგი მამარდაშვილის შესახებ სოციალურ ქსელებში დაწერილ რამდენიმე კომენტარის თარგმანს:

“გრანადა პირველ ტაიმში მეტოქეს აშკარად აღემატებოდა, თუმცა ამ მამარდაშვილს რა გინდა რომ უყო?”

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა ბიჭები არა ლოკომოტივს, არამედ მამარდაშვილს ეთამაშებოდნენ და ძლივს აჯობეს.”

“სასწრაფოდ გაიფორმეთ მამარდაშვილი.”

“რუი სილვა გუნდის დატოვებას თუ გადაწყვეტს, იმედია გრანადაში მამარდაშვილს მოიყვნენ. მე ჩემი მითქვამს.

“გიორგი მამარდაშვილი – ფეხბურთელი, რომლის კარირასაც თვალი უნდა მიადევნოთ.”

“ეს მამარდაშვილი ძალიან ნიჭიერი მეკარე ჩანს. უნდა ვისარგებლოთ და სწრაფად ჩავიგდოთ ხელში.”

“რა იქნებოდა, მამარდაშვილი მატჩის დასრულებისთანავე გრანადაში რომ დარჩენილიყო…”

“ეს სახელი და გვარი ჩაიწერეთ: გიორგი მამარდაშვილი!

“როგორც ვიცი, ამ მეკარის შეძენა “უელვას” სურდა. არ ვიცი რატომ ვერ გამოუვიდათ.”

“მამარდაშვილს უკვე აკვირდებიან რუსეთიდან. გრანადამ უნდა იჩქაროს და კონტრაქტის ქართული ვერსია მალე უნდა გაუგზავნოს ამ ბიჭს. სანამ ძირითადის ადგილი გათავისფლდება, სეგუნდაში ითამაშებს, “მალაგას” მეკარე სჭირდება.

“გრანადაში უნდა თამაშობდეს, მამარდაშვილი 19 წლისაა და ასეთი კარგი მეკარეა.”

“მამარდაშვილი მხოლოდ 19 წლისაა და ასე მაგრად თამაშობს. “უელვაში” მისი მოყვანა ძვირი დაჯდება?”

“რადაც არ უნდა დაუჯდეთ, გრანადამ ეს მეკარე უნდა იყიდოს.”

“თამაშის დამთავრებიდან 48 საათზე მეტი გავიდა და ჯერ კიდევ ველოდებით ახალ ამბავს, რომელიც მამარდაშვილის შეძენას გვამცნობს.”

“როდემდე უნდა ველოდოთ? დღე გავიდა, მამარდაშვილის შესახებ სიახლეს ველოდებით!”

აქვე შეგიძლიათ მიადევთნოთ თვალი მამარდაშვილის “სეივებს” გრანადას წინააღმდეგ:

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო