11 X 11
სპორტული პორტალი

გაბრიელ ჟეზუსს ერთი თვე ლაზარეთში ყოფნა მოუწევს

0

“მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა გაბრიელ ჟეზუსმა 19 სექტემბერს “ვულვერჰემპტონთან” მატჩში ტრავმა მიიღო და “ბორნმუთთან” თასის შეხვედრა გამოტოვა.

ESPN-ის ცნობით, გაბრიელ ჟეზუსს ტრავმის გამო დაახლოებით ერთი თვე ლაზარეთში ყოფნა მოუწევს და ბრაზილიის ნაკრებს ბოლივიასთან 9 ოქტომბერს და პერუსთან 13 ოქტომბერს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში ვერ დაეხმარება. მის ნაცვლად ბრაზილიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ტიტემ “ჰერტას” ფორვარდ მათეუს კუნიას უხმო.

შეგახსენებთ, ასევე ტრავმირებულია “სიტის” თავდამსხმელი სერხიო აგუერო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო