11 X 11
სპორტული პორტალი

გია გრიგალავა შეიძლება მოსკოვურ გუნდში გადავიდეს

0 59

“რბ-სპორტის” ცნობით, არაა გამორიცხული, საქართველოს ნაკრების მცველი გია გრიგალავა ტულის “არსენალიდან” “ხიმკიში” გადავიდეს.

“ხიმკის” ახალ მწვრთნელ იგორ ჩერევჩენკოს უნდა გუნდში თავისი ყოფილი სამი შეგირდი წაიყვანოს, რომელთაც ამჟამად სათამაშო პრაქტიკა არა აქვთ: გრიგალავა, რეზუანე მირზოვი (სპარტაკი) და ლუკა ჯორჯევიჩი (ლოკომოტივი).

გამოცემა იტყობინება, რომ გრიგალავამ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა, მირზოვის გასხვისება სურთ, ხოლო ჯორჯევიჩს სექტემბერში მიღებული ტრავმა ჯერ არ მოურჩენია.

8 ტურის შემდეგ “ხიმკი” 3 ქულით რუსეთის პრემიერლიგაზე ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო