11 X 11
სპორტული პორტალი

გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია – ქართული ფეხბურთის ლეგენდა

0 1, 106
ევროპა ლიგაზე თბილისის “დინამოს” ფარერების “კლაკსვიკთან” 1:6 განადგურებაზე კომენტარი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის “დღის კურიერის” ეთერში ვეტერანმა დინამოელმა რევაზ ძოძუაშვილმა გააკეთა:

 

“ჩვენ ჯერ ვერ გაგვიგია, რა ფეხბურთი გვინდა ჩვენი სახელმწიფოსთვის. გვინდა პროფესიონალური ფეხბურთი ქალაქისთვის, კლუბისთვის, თუ მსოფლიო დონის ფეხბურთისთვის. გუშინ “დინამომ” მოყვარულთა ფეხბურთი აჩვენა. როდესაც ასეთ დონეზე ითამაშებ, ანუ მოწინააღმდეგის გუნდიდან მწყემსი სამ ბურთს გაიტანს, რა უნდა გაგვიკვირდეს.

 

ჩვენ საქართველოში ფეხბურთის არწივები გვყავდა და დღევანდელი ფეხბურთელების უმეტესობა კი, ინდაურია. არ არის გამორიცხული, რომ ამაზე მეტი დაგვემართოს, თუ ფეხბურთის იმ სიბრძნის კანონებს არ გავყვებით, რომელიც იყო საქართველოში”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო