11 X 11
სპორტული პორტალი

მიხეილ აშვეთია: რომ არა მანინო, ტორპედოს შესაძლოა, დღევანდელ დღემდე ვერ მოეღწია

0

“ტორპედოს” მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ გუნდში შექმნილ ვითარებაზე კლუბის საიტთან ისაუბრა:

“სამწუხაროდ, მედიაში ინფორმაციის გავრცელება არასწორი ფორმით მოხდა. ვადასტურებ, რომ გარკვეული კუთხით ფინანსური პრობლემები გუნდში არსებობს, მაგრამ ეს პრობლემები მოგვარებადი და გამოსწორებადია.

კორონავირუსის პანდემიის გამო ფინანსურად ყველა კლუბი დაზარალდა. მოლაპარაკებების შედეგად, მოხდა შეთანხმება და რამდენიმე თვე კლუბის როგორც ფეხბურთელები, ისე პერსონალი განახევრებულ ხელფასს იღებდა. მჯერა, რომ ისევ მოლაპარაკებების საფუძველზე სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია და იმედი მაქვს, რომ ფაბიო მანინო გუნდს ასეთ რთულ პერიოდში გვერდში ბოლომდე დაუდგება. რომ არა ის, შესაძლოა, “ტორპედოს” დღევანდელ დღემდეც ვერ მოეღწია”.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო