შერმადინის ტენერიფემ მურსიას 24 ქულა ამოუქაჩა – ქართველი ცენტრი ზედიზედ მეორედ გახდა MVP
ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” სტუმრად 84:82 მოუგო “მურსიას”.
მესამე მეოთხედში “ტენერიფე” 27:51-ს აგებდა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, საფინალო სირენასთან ერთად კი ფინელმა სასუ სალინმა გადამწყვეტი ბურთი შერმადინის გადაცემის შემდეგ ჩააგდო.
შერმადინმა 21:07 წუთში 18 ქულა (7-დან 6 ორქულიანი, 8-დან 6 საჯარიმო), 4 მოხნსა და 2 პასი მიითვალა და სარგებლიანობის 26-იანი კოეფიციენტით MVP გახდა.
“ტენერიფემ” ტურნირის სტარტზე სამივე შეხვედრაში იმარჯვა და შემდეგ ტურში “ფუენლაბრადას” უმასპინძლებს.