აკი ბაშოს ბოლოსწინა დღეს ტოჩინოშინმა ტამავაშის იორიკირით სძლია.
აღსანიშნავია, რომ ეს მათი 32-ე ბრძოლა იყო და აქედან 21 ქართველი სუმოისტის გამარჯვებით დასრულდა.
ლევან გორგაძემ ბაშოზე მე-6 გამარჯვება მოიპოვა (8-ჯერ დამარცხდა), თუმცა შემოდგომის სუპერტურნირზე უარყოფითი ბალანსის გამო წოდებაში დაქვეითება მოუწევს.