11 X 11
სპორტული პორტალი

ვინ არის რეალის ამომავალი ვარსკვლავი მარვინ პაკი, რომელსაც დებიუტი ლა ლიგის პირველ ტურში ჰქონდა [VIDEO]

0

მარვინ პაკის დებიუტი მსოფლიოს უდიდეს კლუბში ნიგერიელი ფეხბურთელებისთის კარგი ნიშანია. გასულ კვირას, ნიგერიულ-კორეული წარმოშობის ვუნდერკინდმა პირველად ითამაშა მადრიდის “რეალის” რიგებში და “რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ მოედანზე 20 წუთი გაატარა. ამდენივე წლის მოთამაშემ ყურადღება თავისი სისწრაფით მიიპყრო, თუმცა მწვერვალისკენ მიმავალი მისი გზა საკმაოდ რთული იყო: კუნძული მალიორკასა და კლუბ “ტრანმერ როვერსიდან” მადრიდის რეალის პირველ გუნდამდე ახალბედა დიდი და ეკალ-ბარდით მოსილი გზა გავლო.

კარიერაში, რომელმაც პაკი მალიორკადან მადრიდში მერსისაიდის გავლით მიიყვანა, მკვირცხლმა მარჯვენა გარემარბმა კლუბის ახალგაზრდული გუნდები პირღია დატოვა, თუმცა ვალდებებასის მიღმა მის შესახებ ბევრი არაფერი იციან. უჩვეულოდ უხმაურო სატრანსფერო ზაფხულის შემდეგ რეალის მომთხოვნ გულშემატკივრებში მღელვარებამ შესაძლოა იმატოს, როცა ახალი ამომავალი ვარსკვლავის შესახებ გაიგებენ.

მარვინის საერთაშორისო მოგზაურობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფეხბურთელის ოჯახი მალიორკადან ინგლისში გადავიდა, პაკი კი 3 წელი “ტრანმერ როვერსის” ახალგაზრდული გუნდების კიბის საფეხურებზე მიიწევდა წინ. 9 წლის მარვინი 10-წლამდელებთა გუნდში გადაიყვანეს, შემდეგ კი უფრო მაღალი ასაკის მოზარდებთან ერთად თამაშობდა. მწვრთნელები ამბობდნენ, მასზე ლამის ორჯერ უფროსი ბავშვების წინააღმდეგად კი ძალიან ადვილად თამაშობდა. თუმცა, საკმაოდ იდუმალია ის ამბავი, რომ როგორც “პრენტონ პარკამდე” მიაღწია, ესპანეთში დაბადებული ვარსკვლავბიჭუნა მალევე ჩაქრა.

პაკი მალიორკას დედაქალაქ პალმაში დაიბადა, მამა ნიგერიელი იყო, დედა კი სამხრეთ კორეელი. მისი ნაკრებში ხილვა 3 ქვეყანას უნდოდა. 2019 წელს პაკმა ესპანეთის 19-წლამდე გუნდიდან მიიღო შემოთავაზება და იტალიასთან 0:3 დამარცხებულ შეხვედრაში რამდენიმე წუთი ითამაშა. ესპანეთის გუნდი 6 თვეში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა, მარვინი კი გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა. მოთამაშეს კვლავ აქვს უფლება გააკეთოს არჩევანი სამი ქვეყნის ნაკრებ გუნდებს შორის, რომლებიც, დიდი ალბათობით, პაკის ლა ლიგაში დებიუტის შემდეგ კიდევ უფრო მეტად მოინდომებენ მის დარწმუნებას.

2012 წელს “ტრანმერ როვერსიდან” ესპანეთში დაბრუნებულ პაკს, მადრიდის “რეალმა” ყურადღება მხოლოდ 4 წლის შემდეგ მიაქცია და მარვინიც “ბლანკოსის” სისტემაში აღმოჩნდა. სხვადასხვა ასაკობრივი გუნდის გავლის შემდეგ გასულ სეზონში იმედისმომცემი ვინგერი რეგულარულად თამაშობდა რეალის 19-წლამდელთა გუნდში და თანაგუნდელებთან ერთად ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგაც მოიგო. თეთრების ლეგენდა, რაულის ხელმძღვანელობით, ლიგის 1/4-ფინალში პაკმა “ინტერს” გაუტანა, ნახევარფინალში “ზალცბურგთან” დუბლი შეასრულა, ფინალში კი საგოლე გადაცემა გააკეთა და გუნდს “ბენფიკას” დამარცხებაში დაეხმარა.

“ანოეტეზე” თამაშის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე მადრიდელებს სეზონის პირველი მატჩის მოსაგებად გოლის გატანა სჭირდებოდათ. გასულ სეზონში 60 მილიონ ევროდ შეძენილი ლუკა იოვიჩის მოედანზე გამოშვების ნაცვლად, ზინედინ ზიდანმა არჩევანი პაკზე შეარჩია.

შეხვედრის შემდეგ ზიდანმა განაცხადა, რომ პაკის მოედანზე შეშვებით რეალმა ტაქტიკა შეინარჩუნა, ხოლო იოვიჩის მინდორზე გასვლის შემთხვევაში ასე არ იქნებოდა. სერბეთის ნაკრების ფორვარდმა ლა ლიგის მატჩის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 4-ჯერ დაიწყო და თუ მარვინი ასე განაგრძნობს, იოვიჩს სათამაშოდ კიდევ უფრო ცოტა დრო მიეცემა.

მადრიდის რეალში ტიტულოვანი სამწვრთნელო კარიერის მანძილზე ზიზუ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მომგები შემადგენლობიდან ბევრ ფეხბურთელს არ ცვლიდა. თუმცა, პაკის ტალანტის თვალთახედვის არედან გაშვება არ შეიძლებოდა. მარვინი 2017/18 წლების სეზონის შემდეგ ახალგაზრდული გუნდის პირველი მოთამაშეა, რომელსაც ზიდანის მწვრთნელობისას ბლანკოსის ძირითად გუნდში ჰქონდა დებიუტი.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო