11 X 11
სპორტული პორტალი

ერთდროულად რეალის და ვარ-ის წინააღმდეგ თამაში ძნელია

0
“ბეტისის” თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ კომენტარი გააკეთა შინ, “რეალთან” წაგებული (2:3) მატჩის შემდეგ, აღნიშნა თავისი გუნდის კარგი თამაში, განსკუთრებით პირველ ტაიმში და დაიჩივლა იმის გამო, რომ ძნელია რაიმე დადებითი შედეგის მიღწევა, როდესაც ერთდროულად მადრიდის “რეალს” და ვარ-ს ეთამაშები, მაგრამ იმაში დარწმუნებულია, რომ სწორ გზას ადგანან. შეგახსენებთ, ამ მატჩის მეორე ტაიმში მსაჯმა ბენგოეჩეამ ორივეჯერ ვარ-ის დახმარებით ჯერ სევილიელი ემერსონი გააძევა, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ  მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა, რომლითაც სერხიო რამოსმა გამარჯვების გოლი გაიტანა. სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ ორივე ეპიზოდში წესის დარღვევების დადგენა-არდადგენა ძალიან ძნელი გახლდათ.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო