11 X 11
სპორტული პორტალი

კარიუსი გერმანიაში ბრუნდება

0 16

როგორც გერმანული და ბრიტანული სპორტული გამოცემები იუწყებიან, “ლივერპულის” გერმანელი მეკარე ლორის კარიუსი ბუნდესლიგას უბრუნდება.

კოლეგები გვამცნობენ, რომ მერსისაიდელებსა და ბერლინის “უნიონს” შორის კარიუსის 1-წლიან იჯარაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

წინა წელს სქაუზერებმა 2018 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ანტიგმირი სტამბულის “ბეშიქთაშში” 2 წლით გაანათხოვრებს, თუმცა თურქები გერმანელს ხელფასს არ უხდიდნენ და კარიუსიც ლივერპულის კარს დაუბრუნდა.

რასაკვირველია, 26 წლის კიპერს ლივერპულში თამაშის შანსი არ აქვს, სწორედ ამიტომ ბუნდელილიგაში დაბრუნება ყველაზე ლოგიკურ გამოსავლად მიიჩნია. არა და მართლაც, “მაინცის” შემადგენლობაში გერმანული ლიგის ერთერთი საუკეთესო მეკარე გახლდათ.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო