11 X 11
სპორტული პორტალი

ხვიჩამ სეზონში პირველი გოლი გაიტანა და მორიგი პენალტიც მოინადირა [VIDEO]

0 3, 060

რუსეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში “რუბინმა” გასვლაზე 3:1 დაამარცხა “როტორი”.

“როტორს” 10 ფეხბურთელი ჰყავდა კორონავირუსით დაინფიცირებული და ჩემპიონატის ორ და თასის ერთ მატჩში ტექნიკური წაგება ჩაუთვალეს. გუნდმა როგორც იქნა საჭირო რაოდენობის ფეხბურთელები შეიყვანა განაცხადში და თამაშის ჩატარების ნება დართეს.

მივყვეთ ქრონოლოგიურად: 42-ე წუთზე სტუმრები დესპოტოვიჩმა დააწინაურა. 49-ე წუთზე მასპინძელთა მცველი მანუჩარიანი გააძევეს. 59-ე წუთზე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ეს სეზონში მისი პირველი გოლია.

61-ე წუთზე ყაზანელთა კარი ჯოვინო ფლამარიონმა დალაშქრა, რომელიც “რუბინში” ბათუმის “დინამოდან” გადავიდა. 74-ე წუთზე კვარაცხელიამ საჯარიმოში ბურთი შეიგდო, რომელიც მიქელთაძეს ხელზე მოხვდა და პენალტით შატოვმა ანგარიში 1:3 გახადა.

“როტორში” საბა კვირკველიამ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ბექა მიქელთაძე 53-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, ხოლო ზურიკო დავითაშვილი განაცხადში არ იყო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო