11 X 11
სპორტული პორტალი

კუმანმა სუარესის გაგდება ბარტომეუს გადააბრალა

0 39

“ბარსელონაში” მართლაც არ უნდა იყოს ნორმალური სამუშაო სიტუაცია. ამას მოწმობს  ბოლო დღეებში ჯერ მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის ნათქვამი, რომ ბევრი რამ, მათ შორის ტრანსფერები, მის დაუკითხავად განხორციელდა, ხორციელდება და ეს ძალიან არ მოსწონს. ამას მოჰყვა ლეო მესის წერილი ლუის სუარესისადმი, სადაც ის ურუგვაელის გაშვებას კლუბის პრეზიდენტს და მთავარ მწვრთნელს აბრალებს და ამას უმადურობას უწოდებს. საპასუხო უსტარში ლუისმა ძმაკაცს ეს დაუდასტურა.

ახლა კი კუმანმა სუარესის წასვლაზე ხელები დაიბანა. მე ტყუილად მთვლიან ამ ამბავში ცუდ კაცად, მთლად შუაში არ ვარ, რადგან ჩემს დანიშვნამდე ბევრი რამ გადაწყვეტილი იყო და მე ეს უნდა მიმეღო, თორემ სუარესს დავურეკე და ავუხსენი, რომ დარჩენის შემთხვევაში ძირითად შემადგენლობაში  სტაბილურად ვეღარ მოხვდებოდაო.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო