11 X 11
სპორტული პორტალი

მანჩესტერ სიტი ლესტერმა შეარცხვინა [VIDEO]

0 44

“მანჩესტერ სიტიმ” საკუთარ მოედანზე გამანადგურებელი მარცხი (5:2) იწვნია “ლესტერისაგან”. თავიდან ასეთ რამეს ძნელად თუ ვინმე იწინასწარმეტყველებდა, მით უფრო რომ მაჰრეზმა სწრაფი გოლით დააწინაურა “ქალაქელები”.  თამაშის სადავეები მთლიანად მასპინძლებს ეპყრათ, მაგრამ ტაიმის ბოლოსკენ მათ კარში დანიშნული პენალტი ვარდიმ გაიტანა.

მეორე ნახევარშიც “სიტი” დომინირებდა, მაგრამ კატასტროფა 54-58-ე წუთებზე მოხდა, როდესაც ვარდიმ ორი გოლი გაიტანა (მესამე პენალტიდან) და ჰეთ-ტრიკი შეასრულა. მატჩის სახსნელად მთლად შეტევებზე გადასულ მასპინძლებს მეოთხე გოლი მედისონმა მიართვა და შემდეგ აქეთ-იქით გაცვლილ გოლებს დიდი აღარც არაფერი შეუცვლიათ.

ამ მოგებით “ლესტერს” სამი თამაშიდან ყველას მოგებით 9 ქულა დაუგროვდა და “ევერტონთან იყოფს პირველ-მეორე ადგილებს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო