11 X 11
სპორტული პორტალი

რუსებზე გულაყრილი მანჯუკიჩი ბეშიქთაშში გადადის

0

34 წლის ხორვატი თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი თითქმის გადასული იყო მოსკოვის “ლოკომოტივში”, მაგრამ რუსებმა ფაქტობრივად პირი უშალეს, ხელფასს ევროში კი გადაგიხდით, მაგრამ ფიქსირებული (1 ევრო 75-80 რუბლი) კურსითო, მაშინ როდესაც იმ დღეს 1 ევრო უკვე 91 რუბლი ღირდა და იმ, კონტრაქტით გათვალისწინებულ ორ წელიწადში, შეიძლება მანჯუკიჩის ხელფასი რეალურად განახევრებულიყო კიდეც.

თურქული ინსაიდერული წყარო კი ამტკიცებს, რომ მანჯუკიჩის აგენტმა “ბეშიქთაშთან დაიწყო მოლაპარაკება. სტამბოლური კლუბი მას ორი წლის განმავლობაში 10 მილიონ ევროს გადაუხდის, რომელშიც ბონუსებიც შედის.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო