11 X 11
სპორტული პორტალი

როი ჰოჯსონი აღშფოთდა

0
“კრისტალ პალასის” მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა სულელური უწოდა წესს, როდესაც საჯარიმო მოედანში დამცველი გუნდის წევრის ხელზე შემთხვევით მოხვედრილი ბურთის შემდეგ, როდესაც სათამაშო სიტუაცია საერთოდ არ იცვლება, პენალტი მსაჯის შეხედულების მიხედვით ინიშნება. “ამ წესისაგან არც დაზარალება მინდა და არც ხეირი. ეს რა სისულელეა, საჯარიმო მოედანში ფეხბურთელები დაიყვირებენ, ბურთი ხელზე მოხვდაო და მსაჯი ამას ვარ-ზე ამოწმებს. პირდაპირ გაკვირვებული ვარ ინგლისის პრემიერლიგამ, მსაჯებმა,მწვრთნელებმა და საფეხბურთო სპეციალისტებმა ამ წესს მხარი რომ დაუჭირეს”, – ბრძანა მისტერ როიმ, რომლის გუნდის კარში გუშინ “ევერტონთან” შეხვედრაში სწორედ ასე დანიშნეს მეტად სადავო პენალტი.
სხვა სიახლეები
გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო