შალკემ მწვრთნელი გააგდო
გააგდო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბუნდესლიგის ორ ტურში გელზენკირხენელებმა ორივე მატჩი დათმეს საერთო ანგარიშით 1:11 და ეს მაშინ, როდესაც კლუბის შეფებს ამ სეზონისათვის ამბიციური მიზნები აქვთ დასახული. ვის დანიშნავენ 48 წლის ამერიკელი დევიდ ვაგნერის ნაცვლად, ჯერ არ გადაუწყვეტიათ.