11 X 11
სპორტული პორტალი

სოფლელებმა რეკორდმაისტერი გაანადგურეს [VIDEO]

0 546

ამას ნამდვილად არავინ ელოდა. ბუნდესლიგის მეორე ტურში, ზინსჰაიმში “ჰოფენჰაიმი” რომ არაფერს დაუთმობდა წინა სეზონში ყველაფრის მომგებ “ბაიერნს” კი ვიცოდით, მაგრამ თუ ასე გაამწარებდა, ძნელი წარმოსადგენი გახლდათ. მასპინძლებმა თავიდანვე მეორე ნომრად დაიწყეს თამაში და მატჩის ბოლომდე ასევე გააგრძელეს და ამან გაუმართლათ.  პირველი ტაიმის შუაწელს უკვე ორი ბურთით დაწინაურდნენ და მართალია კიმიხმა მალევე მინიმუმამდე დაიყვანა სხვაობა და თითქოს ბავარიელები თამაშის შემოაბრუნებას შეძლებდნენ, მაგრამ მასპინძლები კარგად იცავდნენ თავს და მორიგი კონტრშეტევისას მესამეც შეაგდეს.

“რეკორდმაისტერმა” დარჩენილ ოციოდე წუთში შტურმი მოუწყო “სოფლელებს”, მაგრამ ამაოდ. მეტიც კომპენსირებულ დროში მათ კარში პენალტი დაინიშნა და დიდი ანგარიშით მარცხი იწვნიეს.

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო