11 X 11
სპორტული პორტალი

თბილისის დინამო ბოდიშს იხდის, თუმცა…

0

თბილისის “დინამომ” ფეისბუქის ოფიციალურ ვებ გვერდზე სპეციალური განცხადება გაავრცელა და ბოდიშიც მოიხადა.

გავრცელებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სკ დინამო თბილისის ხელმძღვანელობის მიმართ გამოთქმულ ზოგიერთ მოსაზრებას.

რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას.

ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით.

ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე ამ მტკივნეული მარცხის განზოგადოება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია,”- ვკითხულობთ დინამოელთა განცხადებაში.

ფოტოს წყარო: facebook.com/DINAMOTB

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო