11 X 11
სპორტული პორტალი

ტოტის ხმამ კომიდან გამოიყვანა

0

19 წლის იტალიელი ფეხბურთელი გოგონა ილენია მატილი ავტოავარიის შემდეგ 9 თვის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. ექიმები და მშობლები მის გამოსაყვანად ხშირად “რომას” ჰიმნს ურთავდენ, რადგან ილენია, მიუხედავად იმისა, რომ “ლაციოში” თამაშობს, ჯალოროსოს თავგადაკლული ფანია.

როდესაც ეს “რომას” ლეგენდარულმა კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ შეიტყო, ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც გოგონას მოუწოდებდა ეყოჩაღა და გამოჯანმრთელებულიყო. ამ მიმართვას სისტემატურად ურთავდნენ პაციენტს და ნელ-ნელა უკეთესობაც დაეტყო, მდგომარეობიდან გამოვიდა და პუპონეს ნახვა მოიწადინა. დღეს კი ტოტი საავადმყოფოში ეწვია და ამით ილენია ძალიან გაახარა.

რამდენად დაეხმარა “რომას” ჰიმნი და ფრანჩესკოს ხმა ილენიას ძალიან სადავო კი არის, მაგრამ მთავარია, რომ გოგონა უკეთ არის და ტოტისაც კეთილშობილური საქციელი უნდა შევუქოთ.

 

სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო