ფატის ლუდი არ ესმება, ალბას – კი
გუშინ” “ბარსელონამ” “კამპ ნოუზე” “ვილიარეალს” წირვა გამოუყვანა, 4:0 მოუგო. ამ მატჩში ბლაუგრანას 17 წლის თავდამსხმელმა ანსუ ფატიმ დუბლითა და მოპოვებული პენალტით გამოიჩინა თავი.
როგორც მიღებულია, იგი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, მაგრამ ამისთვის განკუთვნილი პრიზი არ გადასცეს. მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ეს ჯილდო ერთი ლუდსახარში კომპანიის მიერ არის დაწესებული და რახან ფატი ჯერ სრულწლოვანი არ გახლავთ, ბოდიშიო და პრიზი ფეხბურთელობისთვის ხანმოტეულ, 31 წლის ხორდი ალბას არგუნეს.