გენტის დატოვებას იარემჩუკიც აპირებს
“გენტი” გასული წარმატებული სეზონის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა – “ლილში” გადავიდა ჯონათან დავიდი, გიორგი ქვილითაია “ანორთოსისში” იჯარით გაუშვეს, გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია, თუმცა კიევში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში მონაწილეობის მისაღებად მaინც წაიყვანეს.
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ უკრაინის დედაქალაქში არ გაემგზავრა თავდამსხმელი რომან იარემჩუკი. მან ტრავმის შემდეგ “დინამოსთან” ითამაშა, მაგრამ, პირველ ტაიმში დაშავდა და შეცვალეს. ის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, ანუ 5 ოქტომბრამდე სხვა გუნდში გადაბარგებას გეგმავს.