გვარდიოლას 449 მილიონი აქვს
“მანჩესტერ სიტის” მთავარ მწვრთნელს პეპ გვარდიოლას დაცვის გასაძლიერებლად 440 მილიონი ევრო გამოუყვეს. “სიტიმ” “ბენფიკასაგან” უკვე იყიდა რუბენ დიაში.
გვარდიოლას შემდეგ ფეხბურთელებზე აქვს თვალი დადგმული, რომლებიც ასეა შეფასებული: ჯონ სტოუნსი – 52.2 მლნ; ბენჟამენ მენდი -57.2 მლნ; კაილ უოკერი – 49.5 მლნ; ერიკ ლაპორტი – 67.2 მლნ; დანილო – 29.1 მლნ; ანხენილიო – 12.1 მლნ; ჟოაუ კანსელო – 66 მლნ; ნათან აკე – 45.1 მლნ.
“ქალაქელთა” წარმომადგენლები ამათ კლუბებთან უკვე ინტენსიურ მოლაპარაკებებში არიან ჩართულნი.