11 X 11
სპორტული პორტალი

კუმანი და მისი უფროსობაც კმაყოფილია

0
“ვილიარეალთან” 4:0-ზე მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი “ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა გააკეთა. “ძალიან კმაყოფილი ვარ, მთლიანად ვდომინირებდით, კარგად ვაკონტროლებდით ბურთს, ვქმნიდით სახიფათო მომენტებს. კარგი გოლებიც გავიტანეთ. მეორე ტაიმში ტემპი დავაგდეთ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სეზონის პირველი მატჩია. უნდა აღინიშნოს ანსუ ფატის კარგი თამაში, ის ჯერ 17 წლისაა და უნდა მოუმატოს. მას ამის პოტენციალი აქვს. თუმცა, ზოგჯერ კონცენტრაცია აკლია.მშვენიერია, რომ ფატი და კიდევ პედრი გვყავს, ისინი ჩვენი მომავალია”, – დაასრულა კუმანმა. მთავარ მწვრთნელს კვერი დაუსწრებლად დაუკრა “ბარსელონას” დირექტორმა გილერმო ამორმა, რომელმაც აქო ფატი და ის არა მარტო ჩვენი მომავალი, არამედ აწმყოცააო. ლეო მესიზე კი თქვა, რომ ის ბედნიერია როდესაც თამაშობს და ეს ყველამ ნახა და რომ მესი “ბარსასთან” ერთად კიდევ ბევრ გამარჯვებას იზეიმებს.
სხვა სიახლეები

გააკეთე კომენტარი

თქვენი ელ.ფოსტის მისამართი არ იქნება საჯარო